ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ხაბულიანი
Aa
Aa

ნაპოლიმ ამხანაგური მატჩები დაგეგმა - ხვიჩა ქართველის გუნდს შეხვდება

''ნაპოლიმ'' უახლესი 4 ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. ნეაპოლური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 27 ივლისს თურქული სუპერლიგის ''ადანა დემირსფორს'' შეხვდება, რომელსაც ვინჩენცო მონტელა წვრთნის.

''ადანა დემირსფორმა'' მიმდინარე ზაფხულში 18 წლის ფორვარდი გიორგი ხაბულიანი დაიმატა. CrystalSport-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი თურქულ კლუბთან ერთად იტალიურ შეკრებაზეა, მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა დიდი ალბათობით ''ნაპოლისთან'' მატჩს მზადყოფნაში შეხვდება და ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

თურქულ კლუბთან შეხვედრის შემდეგ ''ნაპოლი'' ესპანურ კლუბებს, ''მალიორკას'' (31 ივლისი), ''ჟირონასა'' (3 აგვისტო) და ''ესპანიოლს'' (6 აგვისტო) დაუპირისპირდება.

ლუჩიანო სპალეტის გაწვრთნილი ''ნაპოლი'' მეორე შეკრებას ცენტრალურ იტალიაში, აბრუცოს რეგიონში გაივლის. აღნიშნული 4 ამხანაგური მატჩი ''ტეოფილო პატინიზე'' გაიმართება.

შეგახსენებთ, ''ნაპოლიმ'' პირველი შეკრება დიმაროში გამართა. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით დიმაროში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში - გოლით გამოირჩა. La Gazetta dello Sport-ის ცნობით, „პარტენოპეის“ თავკაცი, ლუჩანო სპალეტი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და მის განვითარებაზე ზრუნავს.

დიმაროში გავლილი შეკრების შემდეგ ავტორიტეტულმა იტალიურმა გაზეთმა, La Repubblica-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ სტატია მიუძღვნა და დიმაროში გატარებულ წინასასეზონო სამზადისზე დაწერა. La Repubblica-მ ფეხბურთელთა შეფასებები შემოგვთავაზა იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიჩინეს თავი დიმაროში და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მისი რჩეული „კვარა“ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპაში მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძნელია
„ევროპაში მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძნელია" - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე