ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი: ''არ ვიცი, კლუბი რას ფიქრობს, მე დარჩენა მსურს''

ბრაზილიელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ პსჟ-ში დარჩენა სურს, წასვლაზე არ ფიქრობს. ამავდროულად, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ნეიმარი გუნდში თავს კარგად გრძნობს, ბედნიერია და მასთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირისპირ არ უსაუბრია.

გალტიე: ''ნეიმარი ბედნიერია, მოსამზადებელი ეტაპის დაწყებიდან მოყოლებული ახალი სეზონისთვის კარგად ემზადება. არ ვიცი, რა მოხდება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, ამ თემაზე ნეიმართან პირისპირ არ მისაუბრია, ეს საკითხი მასთან არ განმიხილავს. ჩანს, რომ მას არ ადარდებს, რასაც ხალხი ამბობს. ის სიამოვნებით ვარჯიშობს''.

Le Parisien-ი ნეიმარის მოკლე კომენტარს აქვეყნებს.

ნეიმარი: ''მე კლუბში დარჩენა მსურს. კლუბს ჩემთვის არაფერი უთქვამს. ამგვარად, მე არ ვიცი მათი გეგმების შესახებ''

შეგახსენებთ, ფრანგული მედიის ცნობით პსჟ-მ ''მან. სიტის'' ნეიმარის ტრანსფერი შესთავაზა. ''ქალაქელებს'' ნეიმარის სანაცვლოდ ბერნარდუ სილვა უნდა დაეთმოთ, თუმცა პეპ გუარდიოლამ ნეიმარის დამატება არ ისურვა, რადგან ბრაზილიელის დამატებით გუნდში შექმნილი ჰარმონიული გარემო დაინგრეოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები