ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯონ მაკინროი, ამერიკის ღია პირველობა
Aa
Aa
22 ივლისი 2022  |  14:03

მაკინროი: რაღაც უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება ნოვაკი US Open-ზე არ იყოს?

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ კომენტარი გააკეთა ნოვაკ ჯოკოვიჩის აშშ-ის ღია პირველობაზე შესაძლო არდაშვების საკითხზე.

როგორც ცნობილია, სერბს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გაუკეთებია, ამიტომ მას შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ.

„ჩვენ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ ნოვაკი აშშ-ის ღია პირველობაზე გავიდეს. როგორ შეიძლება იქ არ იყოს? მან ახლახან მოიგო უიმბლდონი, ის დიდი ჩემპიონია და უნდა ითამაშოს აშშ-ის ღია პირველობაზე.

მე არ ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას, რომ არ გაიკეთა აცრა, მაგრამ პატივს ვცემ მას. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ყურადღებით აკვირდება ყველაფერს, რაც მის სხეულში შედის.

და ჩვენ ვამბობთ, რომ მისი არჩევანის გამო, ის ვერ ითამაშებს US Open-ზე? იმავე მიზეზით ის უკვე დეპორტირებული იყო ავსტრალიიდან და ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.

იმედია ვინმე რამეს მოიფიქრებს. ის, რომ ნოვაკი გამოტოვებს US Open-ს, ეს უბრალოდ სიგიჟეა“,

- ციტირებს მაკინროის სიტყვებს Eurosport-ი.

პეტიცია ჯოკოვიჩის მხარდასაჭერად

12,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას change.org-ზე, რომელიც მოუწოდებს USTA-ს და აშშ-ს მთავრობას, დაუშვან ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე.

მანამდე ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე მონაწილეობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებდა. სერბი ვერ შეძლებს შეერთებულ შტატებში შესვლას ქვეყანაში არსებული Covid-ის შეზღუდვების გამო.

„პანდემიის ამ ეტაპზე, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ჯოკოვიჩი არ დავუშვათ აშშ-ის ღია პირველობაზე. აშშ-ს მთავრობამ და USTA-მ უნდა ითანამშრომლონ, რათა მას თამაშის საშუალება მისცენ.

თუ არავაქცინირებულ ამერიკელებს შეუძლიათ თამაში, მაშინ ჯოკოვიჩს, როგორც სპორტის ერთ-ერთ ლეგენდას, თამაშის უფლება უნდა მიეცეს“,

- ნათქვამია პეტიციაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაიკ ტაისონი: „ჩემი სიკვდილი ახლოვდება... ცხოვრებაში ფული მთავარი არაა
მაიკ ტაისონი: „ჩემი სიკვდილი ახლოვდება... ცხოვრებაში ფული მთავარი არაა"