ევროპის თასი: 2 ოქრო, 2 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის
Aa
Aa

ევროპის თასი: 2 ოქრო, 2 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ პაკსში ევროპის თასზე, შეჯიბრის მეორე დღეს 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

-90 კგ კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული თორნიკე ფოლადაშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედალი ამავე წონაში აკაკი ჯაფარიძემ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე ასპარეზობა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველომ პირველი ადგილი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს ოქროს მედალი თორნიკე მაზიაშვილმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედალს კი თენგო ზირაქიშვილი დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ფინალში - სულამანიძემ ზაგრების გრან პრი ვერცხლის მედლით დაასრულა
მარცხი ფინალში - სულამანიძემ ზაგრების გრან პრი ვერცხლის მედლით დაასრულა