ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

დე იონგს ბაიერნში დე ლიხტთან ერთად თამაშის ვარიანტი ხიბლავს

ფრენკი დე იონგის ირგვლივ გაურკვევლობა გრძელდება. ნიდერლანდელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის წინააღმდეგია და „ბარსელონაში“ დარჩენა უნდა, თუმცა კატალონიელებს სხვა გეგმები აქვთ.

Sport-ის ცნობით, დე იონგს ინგლისის პრემიერლიგა არ იზიდავს და თუ მას „ბარსა“ დატოვება მაინც მოუწევს, ფრენკი მხოლოდ „ბაიერნს“ აირჩევს.

წყაროს ცნობით, დე იონგს „რეკორდმაისტერის“ სათამაშო სტილი მოსწონს და გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მუდმივ ფავორიტებში ყოფნა ნიდერლანდელისთვის კიდევ ერთ პლუსს წარმოადგენს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მალე შესაძლოა დე ლიხტი „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდეს და დე იონგს მის ბავშვობის მეგობართან ერთად კვლავ თამაშის საშუალება მიეცემა.

როგორც ცნობილია, „ბარსა“ დე იონგს 80-85 მილიონ ევროდ აფასებს. დე ლიხტიც დაახლოებით ანალოგიურად არის შეფასებული და რთული სათქმელია, რამდენად გადაიხდის „ბაიერნი“ ამხელა თანხას ერთდროულად, ერთი სატრანსფერო ფანჯრისას.

ბოლოს გეტყვით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე მოცდას გეგმავს და დე იონგის შეძენის იმედს არ კარგავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივერ კანი: რონალდუ მიყვარს, მაგრამ ახალი მისი შეძენა სწორი არ იქნება
ოლივერ კანი: რონალდუ მიყვარს, მაგრამ ახალი მისი შეძენა სწორი არ იქნება