კრიშტიანუ რონალდუ, ოლივერ კანი
Aa
Aa

ოლივერ კანი: რონალდუ მიყვარს, მაგრამ ახალი მისი შეძენა სწორი არ იქნება

„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ არ აპირებენ ისინი პორტუგალიელის შეძენას.

„მე მიყვარს კრიშტიანუ რონალდუ. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ყველა კლუბს აქვს თავისი ფილოსოფია და დარწმუნებული არ ვარ, რომ ბაიერნისთვის და ბუნდესლიგასთვის მისი ტრანსფერი ახლა სწორი სიგნალი იქნება.

ასეთი ტრანსფერი მთლად ჩვენს იდეებს არ შეესაბამება“.

ამრიგად, რონალდუს „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერი დახურულია და კრიშტიანუს ბუნდესლიგაში ვერ ვიხილავთ.

ჩელსიც გამოირიცხა - ტუხელის უარი რონალდუს

Daily Mail-ის ცნობით, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგია და კლუბს ურჩევს, რომ პორტუგალიელი არ გაიფორმონ.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ რონალდუს „ჩელსიში“ ტრანსფერი გუნდის თამაშზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს და როგორც ჩანს, მწვრთნელს ეს არ სურს.

რონალდუს დამატება პსჟ-მაც გამორიცხა

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა კრიშტიანუ პარიზელებს თავად შესთავაზა, ხოლო პარიზულმა გრანდმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ გუნდში პორტუგალიელი შემტევის ადგილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, ვეტერანმა შემტევმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ განუცხადა, რომ გუნდიდან წასვლა სურს. ამის მიზეზი ერიკ ტენ ჰაგის სათამაშო სისტემა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის სურვილი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანტე და ლოფტუს-ჩიკი აუცრელობის გამო აშშ-ში არ შეუშვეს
კანტე და ლოფტუს-ჩიკი აუცრელობის გამო აშშ-ში არ შეუშვეს