Aa Aa
3 ივლისი 2017  |  13:45

ლაკაზეტი თითქმის "მეთოფეა"

ლონდონის „არსენალი“ ახლოსაა, რომ „ლიონიდან“ ალექსანდრ ლაკაზეტი დაიმატოს.

არსებული მოლაპარაკებები ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ კლუბი მზადაა ლაკაზეტი 45-50 მილიონ ევროდ დათმოს.

როგორც ბრიტანული პრესა წერს ლონდონელები „ლიონს“ 50 მილიონ ევროს სთავაზობენ და წესით საბოლოო შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ უნდა გახდეს.

26 წლის ლაკაზეტი „ლიონის“ სკოლის აღზრდილია და მისი მაისურით 250-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!