კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ფერდინანდი: რონალდუ რა თქმა უნდა უკმაყოფილოა, მან არც კი იცის როგორ ჟღრს ევროპა ლიგის ჰიმნი

რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ არსებულ აჟიოტაჟზე ისაუბრა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

ბოლო დროს კრიშტიანუს ირგვლივ სატრანსფერო ჭორები ჭარბი დოზით ვრცელდება და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ყოველდღიურად ჩნდება.

„რა თქმა უნდა, ის არ არის ბედნიერი! საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე! არ მესმის, რატომ საუბრობენ ამდენს ამ თემაზე, რომ ის უკმაყოფილოა მანჩესტერ იუნაიტედში არსებული სიტუაციით. ის ვერ იქნება კმაყოფილი, მეც მის ადგილას არ ვიქნებოდი ბედნიერი.

თუ ადამიანს უნდა გამარჯვება, მიჩვეულია გამარჯვებას და პირველი ადგილებისთვის ბრძოლას, მაგრამ უცებ კარგავს ამ შესაძლებლობებს და ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ხვდება, გასაგებია, რომ ბედნიერი არ იქნება.

რონალდუ უკმაყოფილოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს. მან არც კი იცის, როგორ ჟღერს ევროპა ლიგის ჰიმნი! როდესაც ის თამაშს დაიწყებს, კრიშტიანუ იფიქრებს: „ეს რა მუსიკა არის?"

- ამის შესახებ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა თავის პოდკასტში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ Sky Sports-ის ცნობით, „იუნაიტედმა“ რონალდუს შესაძლო გაშვების თაობაზე მზაობა გამოთქვა და თუ შესაბამის შეთავაზებას მიიღებენ, პორტუგალიელს შეელევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვაკური მედია:
სლოვაკური მედია: "სლოვანმა საკუთარი ძალები ვერ დაამტკიცა"