მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ესპანეთის ნაკრები
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრები კატარის უნივერსიტეტში იცხოვრებს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მასპინძელი კატარის უნივერსიტეტში იცხოვრებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ობიექტი ლუის ენრიკესა და მისი სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

შტაბ-ბინა, სადაც ესპანეთის ნაკრები განთავსდება დოჰაში, ალ დაფნას რაიონში მდებარეობს და დოჰას საერთაშორისო აეროპორტიდან 28 კილომეტრით არის დაშორებული. ობიექტს ორი სავარჯიშო მოედანი აქვს, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ესპანეთის ნაკრები გამოიყენებს.

სტადიონების გარდა, ესპანელების განკარგულებაში იქნება სპორტდარბაზი, სარეაბილიტაციო ადგილები, ტექნიკური და შეხვედრების ოთახები და ა.შ.

მუნდიალზე ესპანეთის ნაკრები პირველ შეხვედრას კოსტა რიკის წინააღმდეგ ალ თუმამას სტადიონზე გამართავს, რომელიც მათი ბაზიდან 22 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები