რაფაელ ნადალი
Aa
Aa

4-საათიანი ბრძოლა - ნადალმა ფრიცი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

მიმდინარე წლის უიმბლდონის მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდება და უმძიმეს ბრძოლაში 5 სეტში 3:6 7:5 3:6 7:5 7:6 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ტეილორმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

პირველი სეტი აქტიურად რაფამ დაიწყო და ბრეიკიანი უპირატესობით 3:1-საც იგებდა, თუმცა შემდეგ ფრიცი გააქტიურდა და 6:3 მოიგო. მეორე სეტს რაფა კვლავ ბრეიკით იგებდა, თუმცა ამერიკელმა მატჩში დაბრუნება შეძლო და წონასწორობა აღადგინა. იმ დროს, როდესაც ანგარიში ესპანელის სასარგებლოდ 6:5 იყო ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის წონასწორობა აღადგინა.

მესამე სეტი მთლიანად ფრიცის კარნახით წარიმართა. აშკარა იყო, რომ 22 დიდი სლემის მფლობელს ტკივილები აწუხებდა. მეტიც, ბოლო რამდენიმე გეიმი ნორმალურად ვერც გადაადგილდებოდა. სეტის წაგების შემდეგ, ნადალი თითქოს დანებებას აპირებდა, მაგრამ დაბრუნდა და ყველაფერი თავის სასიკეთოდ შეცვალა.

მეოთხე სეტი საკმაოდ მძიმე გამოდგა. პირველივე გეიმში ესპანელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ტეილორმა უკუბრეიკით უპასუხა. ამას „მატადორი“ არ შეეგუა და უმალ კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება. მერვე გეიმში ამერიკელმა ნადალის გათამაშება მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო ნადალმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

კულმინაცია კი „დისაიდერში“ შედგა. რაფაელი კვლავ ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ფრიცმა უმალ უკუბრეიკი შეასრულა. ყველაფერი საბოლოოდ სუპერ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ნადალმა ბრძოლის გარეშე 10:4 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობას კრისტიან გარინი გამოთიშა. აღნიშნული დაპირისპირება 4 საათი და 20 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში ფინალისტის ვინაობას ნოვაკო ჯოკოვიჩი და კამერუნ ნორი გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს