თორნიკე შენგელია
Aa
Aa

იტალიური პრესა: „შენგელიას გადაბირება რუსულმა კლუბმა სცადა, მაგრამ უარი მიიღო“

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას სამომავლო გეგმებზე იტალიურ პრესაში ხშირად წერენ. დღეს, გაზეთმა Spicchi d'Arancia-მ დაწერა, რომ „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელის გადაბირება რუსულმა კლუბმა, „ლოკომოტივ ყუბანმა“ სცადა.

როგორც ირკვევა, მათ შენგელიას გაცილებით სარფიანი წინადადება შესთავაზეს, ვიდრე თოკოს „ვირტუს ბოლონიასგან“ ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსეთში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და სხვა ვარიანტებზე ფიქრობს.

თოკოს ოცნება NBA-ში გადასვლაა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტების ბაზარი რამდენიმე საათში გაიხსნება და შენგელია მოვლენების განვითარებას დაელოდება. თუ ამ მხრივ არაფერი გამოვიდა, იგი დიდი ალბათობით, „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩება, რომელმაც სოლიდური წინადადებით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. „ვირტუსამდე“ თოკო მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, თუმცა რუსული კლუბი უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს
შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს