ლივერპული ლგბტ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას
Aa
Aa

ლივერპული ლგბტ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას

„ლივერპულმა“ ლგბტ თემის მხარდამჭერ ღონისძიებებში ჩართვისა და აქტიურობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ინფორმაციას „მერსისაიდელთა“ ოფიციალური ვებ გევრდი ავრცელებს.

„ლივერპული“ ხაზს უსვამს თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პრინციპებისადმი ერთგულებას, კლუბმა გამოაცხადა, რომ მისი თანამშრომლები და გულშემატკივრები შეუერთდებიან 30 ივლისს დაგეგმილ ლგბტ მარშს.

ეს „ლივერპულის“ პირველი ლგბტ აღლუმია 2019 წლის შემდეგ, მაგრამ კლუბი ბოლო წლებში იღებდა მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში ვირტუალურ გარემოში.

ასევე 23 ივლისს, „ლივერპულის“ ფონდი მოაწყობს ყველაზე დიდ თემატურ საფეხბურთო ტურნირს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მხარდამჭერი ძირითადი ლგბტ ჯგუფები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფოტოზე კარგად არ ჩანდა და ამან გაანაწყენა - ლუკაკუს პრობლემები ჩელსიში
ფოტოზე კარგად არ ჩანდა და ამან გაანაწყენა - ლუკაკუს პრობლემები ჩელსიში