ეგვიპტე მსაჯებს ადანაშაულებს - არგენტინასთან მატჩზე ოფიციალური საჩივარი შეიტანეს
Aa
Aa

ეგვიპტე მსაჯებს ადანაშაულებს - არგენტინასთან მატჩზე ოფიციალური საჩივარი შეიტანეს

ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინასთან მარცხის შემდეგ, ოფიციალური საჩივარი შეიტანა და მატჩის მსაჯობის გამოძიება მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰანო აბი რიდამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფრანგი მთავარი არბიტრის, ლეტესიესა და მისი სამსაჯო ბრიგადის წინააღმდეგ ოფიციალურად ემოქმედა.

Win Win All Sports-ის ცნობით, ეგვიპტური მხარე მიიჩნევს, რომ მსაჯებმა გადამწყვეტ მომენტებში სერიოზული შეცდომები დაუშვეს და სწორედ ამიტომ მოითხოვს, რომ ფრანგი არბიტრები მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი მატჩებიდან ჩამოშორდნენ.

საჩივარში ასევე მოთხოვნილია აღნიშნული შეხვედრის მსაჯობის სრულყოფილი გამოძიება და ყველა სადავო ეპიზოდის დეტალური შეფასება.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ეროვნული ნაკრები 2:0-ს იგებდა, თუმცა ალბისელესტემ მატჩის შემოტრიალება და 3:2 გამარჯვება შეძლო.

ცნობისთვის, ლიონელ სკალონის გუნდი მუნდიალის მეოთხედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ კოლუმბია დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლი არ ჩაგვითვალეს, პენალტი არ დაგვინიშნეს“ | სალაჰი არგენტინასთან მატჩზე
„გოლი არ ჩაგვითვალეს, პენალტი არ დაგვინიშნეს“ | სალაჰი არგენტინასთან მატჩზე