ლორენცო: “საკმარისი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეტი დაგვემსახურებინა“
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ უმძიმეს ბრძოლაში კოლუმბია დაამარცხა. გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა. მატჩის დასრულების შემდეგ, კოლუმბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ ლორენცომ კომენტარი გააკეთა.
ლორენცო:
„ვფიქრობ, 120 წუთის განმავლობაში საკმარისი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მეტი დაგვემსახურებინა. მატჩი ძალიან რთული, ტაქტიკური და თანაბარი იყო. ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა, ამიტომ რიტმიც ხშირად იკარგებოდა.
ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ზეწოლა გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ და საბოლოოდ ეს მუნდიალიდან გავარდნად დაგვიჯდა. არიასის და სუარესის გაყვანა? ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ორივეს ყვითელი ბარათი ჰქონდა და არ მინდოდა, რისკზე წავსულიყავით.
ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ. ხანდახან უბრალოდ ბურთი არ შედის კარში. ეს ფეხბურთია.“
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მოქმედ ჩემპიონს არგენტინას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ეგვიპტე სასწაულებრივად 3:2 დაამარცხა.