მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„გოლი არ ჩაგვითვალეს, პენალტი არ დაგვინიშნეს“ | სალაჰი არგენტინასთან მატჩზე

ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა არგენტინასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში „ფარაონები“ „ალბისელესტესთან“ 2:3 დამარცხდნენ და სალაჰმა აქცენტი მთავარი არბიტრის, ფრანსუა ლეტექსიეს მუშაობაზე გააკეთა.

„უპირველეს ყოვლისა, ეს ღვთის ნება იყო. ასეთი იყო მატჩის ბედი და მისი შედეგი. ჩვენ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და ასევე კარგად გამოვიყურებოდით მეორე ტაიმის უდიდეს ნაწილში. რამდენიმე მცირე შეცდომა დავუშვით, ხოლო რაც შეეხება მსაჯობას, მირჩევნია კომენტარი არ გავაკეთო. ყველამ ნახა, რაც მოხდა. მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი.

გოლი გაგვიუქმეს და ჩვენს სასარგებლოდ პენალტიც არ დანიშნეს. ამის შემდეგ მეტოქე კონტრშეტევაზე წამოვიდა და გოლი გაიტანა. მწვრთნელმა მოგვილოცა ის, თუ როგორ ჩავატარეთ ტურნირი. მას სურდა, რომ კიდევ უფრო შორს წავსულიყავით, მაგრამ ასეთია ღვთის ნება.

ჩვენ მომავალს ავაშენებთ იმაზე, რასაც ამ ტურნირზე მივაღწიეთ და, თუ ღმერთი ინებებს, წინ კიდევ უფრო წარმატებული პერიოდი გველის. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ვითამაშეთ და გვესმოდა, რომ ძალიან მძიმე მატჩი გველოდა. ამ მეტოქისთვის შესანიშნავად მოვემზადეთ და ეს შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე შესამჩნევი იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ღმერთმა სწორედ ასეთი ბედი გაგვიმზადა“.

ცნობისთვის, 2:2-ზე ეგვიპტე პენალტის დანიშვნას ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რის შემდეგაც არგენტინამ კონტრშეტევაზე გაიტანა. „ფარაონების“ ფეხბურთელმა მოსტაფა ზიკომ მთავარი მსაჯი გააკრიტიკა და ეგვიპტელთა თავკაცსაც მსგავსი პოზიცია ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრობლემები გვაქვს, ფეხბურთელები ჭარბი წონით ჩამოვიდნენ“ - ზირას პრესკონფერენცია
„პრობლემები გვაქვს, ფეხბურთელები ჭარბი წონით ჩამოვიდნენ“ - ზირას პრესკონფერენცია