“ეს ისტორიული შედეგია“ - იაკინი კოლუმბიასთან მატჩის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ უმძიმეს ბრძოლაში კოლუმბია დაამარცხა. გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა. მატჩის დასრულების შემდეგ, შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კომენტარი გააკეთა.
იაკინი:
„სწორი ცვლილებები სწორ დროს გავაკეთეთ და სწორედ ამან მოგვიტანა გამარჯვება. ვიცოდით, რომ სათადარიგოთა სკამიდან ახალი ენერგია გვჭირდებოდა. რუბინ ვარგასმა, ცედრიკ იტენმა და ზეკი ამდუნიმ თამაშში შესვლის შემდეგ ზუსტად ის გავლენა მოახდინეს, რასაც ველოდით.
მთელი მატჩის განმავლობაში სიმშვიდე შევინარჩუნეთ. ფეხბურთელებმა შესანიშნავი მენტალიტეტი აჩვენეს და ასეთ თამაშებში სწორედ ეს წყვეტს ყველაფერს. მანზამბის არყოფნა მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო, მაგრამ არდონ იაშარიმ შესანიშნავად ითამაშა და თავისი შანსი სრულად გამოიყენა.
ეს ისტორიული შედეგია. შვეიცარია პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 1954 წლის შემდეგ და ამით ძალიან ვამაყობთ. კობელმა გადამწყვეტ მომენტში გუნდი გადაარჩინა. პენალტების სერიაში მისი სეივი უმნიშვნელოვანესი იყო.“
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მოქმედ ჩემპიონს არგენტინას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ეგვიპტე სასწაულებრივად 3:2 დაამარცხა.