მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
გოგას წასვლა რეალურია?
გოგას წასვლა რეალურია?
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
შეკრების მე-4 დღე - ბორჯღალოსნები ივლისის ტესტებისთვის ემზადებიან
Aa Aa
30 ივნისი 2022  |  12:24

შეკრების მე-4 დღე - ბორჯღალოსნები ივლისის ტესტებისთვის ემზადებიან

მეოთხე დღეა ბორჯღალოსნები ქუთაისში, „აიას“ ბაზაზე ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას გადიან.

გუნდმა შეკრება 26 ივნისს, 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო. გამოძახებულთაგან ერთი, გელა აფრასიძე გუნდს დღეს შეუერთდა. 24 ივნისს მისმა „მონპელიემ“ ტოპ 14-ის ფინალში „კასტრი“ დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება დაუგვიანდა.

საქართველო 3 ივლისს „აია არენაზე“ არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ „აია არენაზე“ პორტუგალიას მიიღებს (18:00).

ქუთაისის სარაგბო ბაზაზე არსებული პირობებით კმაყოფილია მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

ქუთაისში სარაგბო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ ყველაფერი კომპაქტურადაა მოწყობილი, მოედნები კარგ მდგომარეობაშია, სტუმართმოყვარეობით კი ქუთაისს ბადალი არ ყავს. „აია არენაზე“ ადრეც გვითამაშია და ვიცით, რომ გულმხურვალე ქომაგობა გვექნება. ზოგადად, რეგიონებში თამაში კარგი პრაქტიკაა, რადგან საქართველოს ნაკრები მარტო დედაქალაქის გუნდი არაა. „ქართუს“ მიერ აშენებული ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა და როცა შესაძლებლობა იქნება, ნაკრებმა რეგიონებში აუცილებლად უნდა ითამაშოს.

რაც შეეხება მზადების პროცესს, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა, სეზონი ახალი დასრულებული აქვთ და კარგია, რომ სათამაშო პრაქტიკას არ უჩივიან. მათ უმეტესობას სეზონის განმავლობაში საკმარისი სათამაშო დრო მოუგროვდათ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სავარჯიშო პროცესი ზუსტად ვმართოთ. ამ პერიოდში დიდი მოცულობის სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და პროცესში ჩართულები არიან სამედიცინო, ფიზ.მომზადების და ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ჩვენი მოცემულობაა, რომ მოთამაშეები გადაღლილი არ შეხვდნენ თამაშებს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სეზონის განმავლობაში ბევრი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ.

ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე არგენტინა XV უკვე საქართველოშია. წინა წლებთან შედარებით გუნდი გაძლიერებულია. მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:

ზაფხულის ტესტებზე დიდი ყურადღება იტალიასთან მატჩზე გვაქვს გადატანილი, თუმცა ყველა თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით. როდესაც არგენტინა XV-თან თამაშს ვგეგმავდით, ვიცოდით ვისაც ვეთამაშებოდით, თუმცა გაცილებით უფრო ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდა, რაც ძალიან კარგია. ისე, როგორც ყველა, არგენტინაც მსოფლიო თასისთვის ემზადება და მის ახალ მთავარ მწვრთნელ მაიკ ჩეიკას ყველა კანდიდატის საქმეში ხილვა სურს. სწორედ ამიტომ, საქართველოში ისეთი მოთამაშეებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც ამ ეტაპზე პირველი გუნდის გაფართოებულ, 35-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ.

მეტოქის შემადგენლობა დაბალანსებულია ახალგაზრდა, პერსპექტიული და გამოცდილი მოთამაშეებით. არგენტინის ნაკრების სათამაშო სტილს კარგად იცნობს ილია მაისურაძე. სამხრეთ აფრიკის ყველა გუნდი და ასაკობრივი ნაკრები ერთი სტილით თამაშობს. მათ ყავთ აგრესიული ფორვარდები და სწრაფი ბექები. აგრესიულები არიან რაქში და შეჯგუფებებში. საკმაოდ საინტერესო თამაში გველოდება, რომელიც განსაკუთრებით იტალიასთან შეხვედრის წინ წაგვადგება.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ივლისის ტესტებზე:

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა); ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), გურამ პაპიძე (ლა როშელი).

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი).

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი).

ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი); თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლუკა მატკავა (შავი ლომი).

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი).

11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი).

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

მსგავსი სიახლეები