2 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

2 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

რომში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს ორმა ქართველმა მედლების მოპოვება შეძლო და სასიხარულოა, რომ ორივე ოქროა.

67 კგ კატეგორიაში ნიკა ბროლაძემ ფინალში სომეხ აშოტ ხაჩატრიანს 3:1 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

რაც შეეხება აჩიკო ბოლქვაძეს (82 კგ), მან ფინალში ფინელ ჯონ კუნარ სარკინენს დამაჯერებლად 5:1 მოუგო და ქართულ დელეგაციას კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.

კიდევ ერთი ოქროს მედლის შანსი იყო 60 კგ-ში, თუმცა დიმიტრი ხაჩიძე ფინალში სომეხ სურენ აგჰაჯანიანთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

ასევე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თემურ ორჯონიკიძე (72 კგ).

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს თორნიკე მიქელაძემ (77 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამრიგად, 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ასეთი შედეგებით დაასრულეს - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია - ჩაკვეტაძე სლოვანში ითამაშებს
მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია - ჩაკვეტაძე სლოვანში ითამაშებს