დინამო ბათუმი, თბილისის დინამო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ლამაზი გარემო და 5-გოლიანი მატჩი - ბათუმის დინამომ თბილისის დინამო დაამარცხა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ბათუმელები განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრში გამოირჩეოდნენ, სადაც თამაშს სრულად ისინი აკონტროლებდნენ.

პირველი გოლი მე-17 წუთზე გავიდა, როცა ზურიკო დავითაშვილის შორეულ გასროლას ჯოვინო ფლამარიონმა მიმართულება შეუცვალა და 1-0.

მასპინძლებმა 25-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდეს. სანდრო ალთუნაშვილმა მოედნის ცენტრში ბურთი ჩაჭრა და კარისკენ დაიძრა. როცა ყველა მისგან პასს ელოდა, „ალთუნამ“ ჭკვიანურად იმოქმედა და ჯამში ძალიან ლამაზი გოლი შექმნა.

ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე დავითაშვილის კუთხურის შედეგად, დასარტყმელზე ბენჟამინ ტეიდი დარჩა, რომელმაც თავით თბილისელებს მესამე გაუტანა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. გია ჭიაბრიშვილმა ცვლილებებს მიმართა. გიორგი მოისწრაფიშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა დავით სხირტლაძემ ლაზარე კუპატაძის შეცდომის შედეგად მიღებული შანსით ისარგებლა და ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.

ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს. 93-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი კონტრიერიში ლამაზი დარტყმით დააგვირგვინა - 4:1.

საბოლოოდ, ბათუმელებმა დამსახურებული 3 ქულა გაიფორმეს.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდს 20 მატჩის შემდეგ 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 9 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი კიევის დინამოს ტოვებს - ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია
წიტაიშვილი კიევის დინამოს ტოვებს - ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია