გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

წიტაიშვილი კიევის დინამოს ტოვებს - ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია

პოლონელი ჟურნალისტის, ტომაშ ვლოდარჩუკის ინფორმაციით გიორგი წიტაიშვილი პოზნანის ''ლეხში'' გადასვლასთან ახლოსაა. მას ლუბინის ''ზაგლემბეც'' იწვევდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი პოზნანური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა.

სავარაუდოდ, ''ლეხსა'' და მოთამაშეს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. წიტაიშვილის კიევის ''დინამოსთან'' კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

სეზონში წიტაიშვილის ხელფასი 350 000 ევრო იქნება.

გასული სეზონის მეორე ნახევარში წიტაიშვილმა კრაკოვის ''ვისლაში'' თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და მის მიმართ ექსტრაკლასაში დიდი ინტერესი გაჩნდა.

ამჟამად, წიტაიშვილი კიევის ''დინამოსთან'' ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება. პოლონური წყაროს მიხედვით უახლოეს დღეებში უნივერსალი უკრაინულ გუნდს დატოვებს და ''ლეხს'' შეუერთდება.

2021-22 წლების სეზონში ''ლეხი'', რომლის რიგებში ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობს, პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ლეხის'' მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი ''ყარაბაღია'', რომლის წევრი ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთა არველაძის ჰალ სიტის სპორტინგის ყოფილი ფეხბურთელი დაემატა
შოთა არველაძის ჰალ სიტის სპორტინგის ყოფილი ფეხბურთელი დაემატა