საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ზიზუს დაუვიწყარი გოლი - რა თქვეს კარლოსმა, სოლარიმ და ზიდანმა 2002 წელს?
Aa Aa
28 ივნისი 2022  |  17:14

ზიზუს დაუვიწყარი გოლი - რა თქვეს კარლოსმა, სოლარიმ და ზიდანმა 2002 წელს?

გასული წლის გაზაფხულზე, FRANCE FOOTBALL-მა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ყველაზე ლამაზი 50 გოლი გამოარჩია. პირველი ადგილი კი ზინედინ ზიდანის მართლაც საოცარი გოლი გავიდა, რომელიც მან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში ლევერკუზენის „ბაიერის“ წინააღმდეგ გაიტანა.

„რეალმა“ ხაზი მომენტის გრანდიოზულობას გაუსვა. მოცემულ ვიდეოში, მუსიკალურ ფონად მადრიდული გრანდის ვიდეო გრაფიკოსმა ჯაკომო პუჩინის ოპერიდან ერთ-ერთი ნაწარმოები „ტურანდოტი“ გამოიყენა. ეს კი გრანდიოზულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ფრანგი ფეხბურთელის დარტყმა განსაკუთრებული იყო. გენიოსის გამჭრიახობა, რომელიც მართლაც მაშინ მოვიდა, როცა საჭირო იყო.

2002 წელს მადრიდის „რეალი“ 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო სამეფო თასის ფინალში დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგა კი ზეიმისთვის ბოლო შესაძლებლობა იყო. გლაზგოში, ჰემპდენ პარკზე გამართულმა მატჩმა ზიდანს შანსი მისცა ლამაზად დაეხურა თავისი პირველი სეზონი მადრიდში. „ზიზუ“ „ბლანკოსში“ იმ დროისთვის რეკორდულ თანხად 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ „იუვენტუსიდან“ გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო, მაგრამ მისი ტიტულების სიას ჩემპიონთა ლიგის თასი აკლდა. შეგახსენებთ, რომ ზინედინმა იუვესთან ერთად ორი ფინალი წააგო.

მესამე ცდაზე ყველაფერი გამოვიდა..

გატანილი გოლის შემდეგ სტივ მაკმანამანმა განაცხადა: „სწორედ ამისთვის ვიყიდეთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“.

უეფა-ს ვებ-საიტთან მიცემულ ინტერვიუში რობერტო კარლოსმა ეპიზოდი გაიხსენა და სოლარიზე იხუმრა:

„სანტიაგოს პასი საშინელება იყო. ჩემს წინ უზარმაზარი მცველი აღიმართა. წამიერად მოვასწარი ბურთისთვის ფეხის მირტყმა და პასის გაკეთება. თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ ფეხი მომტეხოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სოლარიმ ბურთი სტადიონის გასასვლელს დაუმიზნა.

პასის გაკეთების დროს საერთოდ არ ვიცოდი ვისკენ მიდიოდა ბურთი. მე მხოლოდ თეთრ ფორმაში ჩაცმული ფეხბურთელი დავინახე და იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი აღმოჩნდა.“

სოლარიმ უპასუხა:

„ჩემი პასი არც ისე ცუდი იყო, როგორც ამას რობერტო ამბობს. მას შესანიშნავი შესაძლებლობა მოეცა, რათა თავისი სისწრაფე განევითარებინა. სწორედ ასე მოხდა და შედევრიც შეიქმნა. რეალურად, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ბევრი ფიქრის დრო არ მქონდა. ყველაფერს კარგად ვხედავდი, ნებისმიერ კამერაზე კარგად ვხედავდი რა ხდებოდა წინ.

დავინახე, რომ კარლოსი გასაქცევად ემზადებოდა და ძლიერი პასი მივეცი. საოცრებაა, რაც მან გააკეთა. ეს იყო საკუთარი უნარების საუკეთესო გამოვლინება.“

ზიდანმა დაადასტურა:

„მოგვიანებით ასეთი გოლის გატანა კიდევ ვცადე. ეს ბევრ სარეკლამო რგოლის გადაღების დროს გავიმეორე, მაგრამ არ გამომივიდა. ბევრი ვივარჯიშე, მაგრამ შეუძლებელი იყო..“

ისევ სოლარი:

„ზიდანმა კარგად იცოდა, რაც გააკეთა. გოლი გიჟივით აღნიშნა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. კლუბის 100 წლის იუბილე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ზიდანის საოცარი გოლი. ამას ვერცერთ ბედნიერ სიზმარში ვერ ვნახავდი.“

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
"მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს" - მე ალეშანდრე პატო ვარ