მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
გოგას წასვლა რეალურია?
გოგას წასვლა რეალურია?
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
პირველი ოქროს შანსი! - თორნიკე მიქელაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
Aa Aa
27 ივნისი 2022  |  22:07

პირველი ოქროს შანსი! - თორნიკე მიქელაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელებს შორის.  დღეს რომაულ ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე წარსდგა, რომელთაგან მედლისთვის ბრძოლას 3 აგრძელებს.

თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და  გადამწყვეტ ბრძოლაში მოლდოველ  ალექსანდრინ გუტუს დაუპირისპირდება. მიქელაძე ტურნირში მეოთხედფინალიდან  ჩაერთო და  ბელგიელი იბრაჰიმ ტაბაევი, ასევე გერმანელი დენის ნაკაევი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება რომეო ბერიძე (63 კგ), რომლის მეტოქეც რეპეშაჟის ნახევარფინალში  ხორვატი დომაგოი  ჩელიჩეკი იქნება. ხორვატის დამარცხების შემთხვევაში ქართველი უკრაინელ ოლეგ ხალილოვს შეხვდება.  ბერიძემ სომეხი რუბენ  მირანიანი 9:6 დაამარცხა და  მეოთხედფინალში დამარცხდა  პოლონელ არსლანბეკ სალიმოვთან.

რეპეშაჟის გავლით შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას მათე გოქაძეც (130 კგ), რომელიც  ჯერ აზერბაიჯანელ ჰეიბულაჰ გისტაროვს,  გამარჯვების შემთხვევაში პოლონელ დომინიკ ტომაშ კრავჩიკს შეხვდება. გოქაძემ პირველივე შეხვედრა დათმო  უნგრელ ადოლფ ბაცსოსთან.

 დღეს იასპარეზეს ლუკა ჯავახაძემ (55 კგ) და  ბექა მელაშვილმაც (87). მელელაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა სომეხ  ვიგენ ნაზარიანთან. ნაზარიანმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო, შესაბამისად ბექამაც ვერ შეძლო რეპეშაჟში გადართვა. ლუკა ჯავახაძემ იტალიელი ანდრეა  მარტინო მარტივად დაამარცხა, მაგრამ  გერმანელ გეორგიოს სკარპელოსთან დამარცხდა და ვინაიდან სკარპელო ფინალში ვერ გავიდა, ლუკასთვისაც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

მსგავსი სიახლეები