ლევან საგინაშვილი
Aa
Aa

სრული დომინაცია მსოფლიოში - საგინაშვილმა ლარატი უშანსოდ დაამარცხა

King Of The Table 4-ზე, რომელსაც დუბაი მასპინძლობს, კანადელი დევონ ლარატის წარმატებული სერია შეწყდა, ზედიზედ 10 მოგებული შეხვედრის შემდეგ ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილთან დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია.

რაც შეეხება კონკრეტულად შეხვედრას, ექვსივე რაუნდი ლევან საგინაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ქართველი მკლავჭიდელის დომინაცია მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება. მოგეხსენებათ, 2018 წლის შემდეგ საგინაშვილი არ დამარცხებულა და დღევანდელი ორთაბრძოლაც სრულიად დამსახურებილად მოიგო.

გამარჯვების შემდეგ ლევან საგინაშვილმა განაცხადა:

''ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადე. გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. გამოსვლისას ზედმეტად ემოციური ვიყავი, რის გამოც ბოდიშს ვუხდი თითოეულს, ვინც ჩემმა ემოციურობამ გააღიზიანა. მადლობა დევონს იმ სიტყვებისთვის, რაც ჩემს მიმართ თქვა. თუ რემატჩის სურვილი ექნება, მე მზად ვარ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები