შოთა არველაძე, ჰალ სიტი, ოზან ტუფანი
Aa
Aa

შოთა არველაძის ჰალ სიტი გამოცდილი თურქი ფეხბურთელით გაძლიერდა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „ჰალ სიტის“ ახალი მფლობელი აკუნ ილიჩალი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. თურქი ბიზნესმენი სიტყვას ასრულებს და ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

„ფენერბახჩეს“ ოფიციალური ვებ-საიტი იუწყება, რომ „ჰალ სიტისთან“ გარიგება წარმატებით დასრულდა და ოზან ტუფანი მომავალ სეზონში შოთა არველაძის გუნდის ღირსებას დაიცავს. 27 წლის ფეხბურთელი ინგლისში ხვალ გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ჯერჯერობით ტრანსფერის ღირებულება და კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ოზან ტუფანი გასულ სეზონში „უოტფორდის“ ღირსებას იცავდა. თურქი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით იყო განათხოვრებული, თუმცა გულშემატკივრებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა. ტუფანმა „უოტფორდის“ რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და სტატისტიკის ყველა გრაფაში ნული უწერია.

ასევე გეტყვით, მას შემდეგ, რაც შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, „ვეფხვებმა“ 19 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 6 მოიგეს, 4-ჯერ ფრედ დაასრულეს, ხოლო 9-ჯერ დამარცხდნენ. ქართველი სპეციალისტის გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა“ - შოთა არველაძე
„ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მძაფრი კავშირი გაჩნდა“ - შოთა არველაძე