ჰაკიმ ზიეჩი
Aa
Aa

ზიეჩს ჩელსის დატოვება უნდა - მილანი მას უკვე დაუკავშირდა

„მილანი“ სკუდეტოს მოგების შემდეგ, შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს და პირველი სამიზნეც ამოარჩია.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჰაკიმ ზიეჩმა შესაძლოა „ჩელსი“ დატოვოს და კარიერა „მილანში“ გააგრძელოს.

29 წლის მაროკოელი შემტევის გარემოცვა „როსონერის“ უკვე დაუკავშირდა და წინასწარი მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ფეხბურთელი თავისი ლონდონური კარიერით უკმაყოფილოა და გარემოს შეცვლას გეგმავს.

ზიეჩმა ტომას ტუხელის ფორმაციის გუნდში ფეხი სრულად ვერ მოიკიდა და იგი ძირითადის მოთამაშედ ჯერაც არ ითვლება. „მილანი“ კი მას ამ როლს აუცილებლად შესთავაზებს.

ასევე ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ზიეჩი სერია ა-ში გადასვლას უკვე სერიოზულად განიხილავს. ერთ-ერთი მთავარი მოსაგვარებელი საკითხი ხელფასი იქნება. მაროკოელი „ჩელსიში“ ამჟამად 5 მილიონ ფუნტს იღებს.

გასულ სეზონში ზიეჩმა „ჩელსის“ რიგებში პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნს რონალდუ შესთავაზეს - გერმანელების უარი კრიშტიანუს აგენტებს
ბაიერნს რონალდუ შესთავაზეს - გერმანელების უარი კრიშტიანუს აგენტებს