დევისის თასი
Aa
Aa

დევისის თასი - საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

მონტენეგროს ქალაქ ულცინში დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფის მატჩები იმართება, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. ჯგუფის მესამე შეხვედრაში ჩვენი გუნდი კვიპროსს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად 3:0 დაამარცხა.

დღის პირველ შეხვედრაში საბა ფურცელაძემ მენელაოს ეფსტატიუსს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:6 6:2 7:6 მოუგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას 7 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ფურცელაძის შემდეგ მონტენეგროს კორტზე ალექსანდრე მეტრეველი გამოჩნდა, რომელმაც თავის დაპირისპირებაც 3 სეტში მოიგო. ჩვენებურმა პეტროს კრისოჩოსი ანგარიშით 4:6 6:4 7:6 დაამარცხა. მეტრეველმა შეხვედრის მიმდინარეობისას 5 ეისი შეასრულა.

წყვილებში საქართველოს სახელით ზუკა ტყემალაძემ და ალექსანდრე ბაკშიმ იასპარეზეს. ქართულმა წყვილმა სერგის კირატზისი და ელეფთერიოს ნეოსი 6:1 6:7 6:4 დაამარცხა. სამი გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მონტენეგროში ბასილაშვილის გარეშე ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები სანდრო მეტრეველის, საბა ფურცელაძის, ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის შემადგენლობით თამაშობს. ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანი კი დავით კვერნაძე არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უიმბლდონი: ბასილაშვილი პირველ წრეში 278-ე ჩოგანს შეხვდება
უიმბლდონი: ბასილაშვილი პირველ წრეში 278-ე ჩოგანს შეხვდება