საბა სამადაშვილი, გიორგი მიშველიძე
Aa
Aa

ორი ქართველი ფინალშია - ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

ძიუდოში, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საბა სამადაშვილი (- 66 კგ.) და გიორგი მიშველიძე (- 73) ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში სამადაშვილი ფრანგ კილიან ნოელს დაუპირისპირდება, მიშველიძე კი - სერბ მიხაილო სიმინს.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, სამადაშვილმა პორტუგალიელ როდრიგო ჟანეიროს ავასატე-იპონით სძლია და მესამე წრეში გავიდა, სადაც სლოვაკი ურ ორგიზეკი იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში სამადაშვილმა ტურნირის პირველ ნომრად განთესილი იტალიელი ფედერიკო ნინფოს იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ნიჯათ ნაღიევს შანსი არ დაუტოვა და ფინალში გავიდა.

ფინალამდე მიშველიძემ უკრაინელი ოლექსა ტოხტამუში, გერმანიის სახელით მოასპარეზე არტურ აკოფიანი, ნიდერლანდელი ჯოშუა დე ლანგე და აზერბაიჯანელი ალი ჰაჯიზადა დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები