რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

40 მილიონი - ბარსა ნელ-ნელა ბაიერნისთვის სასურველ თანხას უახლოვდება

ლევანდოვსკისა და „ბარსელონას“ საგა გრძელდება. კატალონიელებმა მიუნხენელებს ახალი წინადადებით მიმართეს.

ბოლოს „ბარსამ“ „რეკორდმაისტერს“ 35 + 5 მილიონი შესთავაზა, გერმანელებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ მათ სრული თანხის მიღება სურთ, ყველანაირი საბონუსე სისტემის გარეშე.

The Guardian-ის ცნობით, ამჯერად კატალონიელებმა “ბაიერნს“ პირდაპირ 40 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ინფორმაციას პოლონელი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკიც ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ „ბაიერნი“ სავარაუდოდ ამაზეც უარს იტყვის, რადგან მათ 50 მილიონი ევროს მიღება სურთ.

სადიო მანეს ტრანსფერისა და „ბარსელონას“ ფინანსური საკითხების დასტაბილურების შემდეგ, არის მოლოდინი, რომ ხსენებული ტრანსფერიც მალე შედგება, თუმცა ჯერჯერობით მხარეები საბოლოო შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

Sport-ი წერს, რომ "ბარსა" მიუნხენელებს ოპტიმალურ შეთავაზებას გაუკეთებს. კლუბმა ფეხბურთელის აგენტს პინი ზაჰავის პირობა მისცა, რომ ტრანსფერისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ლა ლიგის პრეზიდენტი ბარსას ტრანსფერებზე

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ბოლო დროს პრესასთან საუბრისას საჯაროდ აცხადებდა, რომ „ბარსელონა“ ლევანდოვსკის ვერ შეიძენდა და ხმაურიანი ტრანსფერები მათი მხრიდან არ იქნებოდა.

ფინანსური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, ტებასმა პოზიცია შეცვალა:

„დიახ, გიდასტურებთ, რომ თუ ბარსელონა თავის აქტივებს გაყიდის, მათ ლევანდოვსკის, სილვას და სხვა მოთამაშეების შეძენა შეეძლება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"რონალდუ ნერვიული აშლილობის ზღვარზეა" - კრიშტიანუ წასვლაზე ფიქრობს