პოლ პოგბა
Aa
Aa

კიდევ ერთი დაბრუნება - პოლ პოგბა იუვენტუსს შეუთანხმდა

ფრანგი ფეხბურთელი, პოლ პოგბა კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. 29 წლის ნახევარმცველმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „ბებერ ქალბატონთან“ ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა პრობლემატურ საკითხებზე საერთო ენა გამონახეს და პოგბას მორიგი დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავია. ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად დასასვენებლად იმყოფება და „ბიანკონერისთან“ კონტრაქტს ხელს მაშინ მოაწერს, როცა იტალიაში ჩაფრინდება, ეს კი სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პოლის გასხვისება არ სურდა და მისი დაყოლიება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. Athletic-ის ცნობით, გასულ ივლისში, ფრანგმა ფეხბურთელმა 300 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის წინადადება მიიღო, მაგრამ უარი განაცხადა.

საინტერესოა, რომ Amazon-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, რომელიც პოგბას ეძღვნება, „წითელმა ეშმაკებმა“ მას 2 შეთავაზება გაუკეთეს და პოგბას აგენტის, მინო რაიოლას თქმით, იგი მოლაპარაკებებს „ბარსელონასთან“ და „პარი სენ-ჟერმენთანაც“ აწარმოებდა. იყო „სიტის“ ვარიანტიც, თუმცა ფრანგმა „ქალაქელებს“ უარი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული პერიოდის გამო შეუთვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო დაიპყრო, ახალი თავგადასავალი იტალიაში
„საქართველო დაიპყრო, ახალი თავგადასავალი იტალიაში" - Corriere dello Sport-ის სტატია ხვიჩაზე