ტენ ჰაგის ეფექტი - ანტონის მანჩესტერში გადასვლა სურს
ამსტერდამის „აიაქსის“ ბრაზილიელ გარემარბს ანტონის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს.
როგორც ჩანს, ერიკ ტენ ჰაგის ეფექტი მუშაობს და ამსტერდამელთა ყოფილ თავკაცს შესაძლოა თავისი ყოფილი შეგირდებიც გაჰყვნენ.
Goal-ის ცნობით, კლუბმა უკვე 22 წლის ფეხბურთელთან არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართა, თუმცა „აიაქსისთვის" შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
წყარო წერს, რომ ტენ ჰაგი ასევე დაინტერესებულია ბრაზილიელთან თანამშრომლობის გაგრძელებით. მწვრთნელი „იუნაიტედში“ შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს და „მანკუნიანელებს“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მარჯვენა ფლანგზე აქვთ.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მუშაობს და ამჟამად მთელი ყურადღება მისი მიმართულებით აქვთ გადატანილი.
ბრაზილიელს ტრანსფერმარკტი 35 მილიონ ევროდ აფასებს. გასულ სეზონში მან ერედივიზიონში 23 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.