ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
კლოპი მანეზე: კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიდის
Aa Aa
22 ივნისი 2022  |  19:41

კლოპი მანეზე: კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიდის

იურგენ კლოპმა სადიო მანეს „ლივერპულიდან" „ბაიერნში“ წასვლაზე ისაუბრა.

„ეს დიდი მომენტია. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ეს ასე არ არის.

კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ლივერპულს ტოვებს და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩვენთვის. ის ტოვებს ჩვენი მადლიერების და სიყვარულის გრძნობას. ის ნამდვილად დიადებს შორისაა. დიახ, ის მიდის იმ დროს, როდესაც ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რასაც ახლა ვკარგავთ, არამედ უნდა ვიზეიმოთ ის, რაც პრივილეგიით გვაქვს.

გატანილი გოლები, მოგებული თასები; ლეგენდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე თანამედროვე ლივერპულის ხატი. კარი რომ შეაღო, მაშინვე გაგვაუმჯობესა. იმ მომენტში ვინმეს რომ გვეთქვა, რა წვლილს შეიტანდა და რას მიაღწევდა ამ კლუბისთვის, დარწმუნებული არ ვარ, ამას ჩავწვდებოდი. ყოველ შემთხვევაში არა იმ მასშტაბით. სადიომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა.

მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრებიც ამას აკეთებენ. თუ გიყვართ ლივერპული, მაშინ უნდა გიყვარდეთ სადიო - ეს შეუძლებელია. ეს შეიძლება გაკეთდეს იმის აღიარებით, რომ ჩვენი დამარცხება ბაიერნის გამარჯვებაა. ჩვენ მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მატჩში, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ჩვენს წინააღმდეგ. მისი ვარსკვლავი გააგრძელებს ამოსვლას, ეჭვი არ მეპარება.

მახსოვს, გასულ სეზონში მთხოვეს სადიოს სამი სიტყვით აღწერა. მაშინ მე ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია. თუ ვცდილობდი ამის გაკეთებას, რამდენიმე მცდელობა დამჭირდებოდა, რადგან მისი აღწერა ასე განსხვავებულად შეიძლება სამი სიტყვის გამოყენებით.

მსოფლიო დონის მოთამაშე!

კლუბის ნამდვილი ლეგენდა!

იდეალური მისაბაძი მაგალითი!

შესანიშნავი თანაგუნდელი!

მოწყალე, მზრუნველი ადამიანი!

მაგრამ სამი სიტყვა, რომელიც დღეს ყველაზე შესაფერისი ჩანს, ყველაზე ძნელი სათქმელია: „ჩვენ შენ მოგვენატრები“

- თქვა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა