მე-6 საგოლე მოქმედება მე-4 მატჩში | ეგოიანი ნიდერლანდებში ბრწყინავს
ნიდერლანდების ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ირაკლი ეგოიანია. მის ანგარიშზე ხუთ მატჩში 6 საგოლე მოქმედებაა, 2 გოლი და 4 საგოლე პასი.
ჩემპიონატის გადადებული მატჩი გაიმართა, ნაიმეგენმა ექსელსიორს უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მე-18 წუთზე, 1:0-ზე ეგოიანი მოედნის ცენტრიდან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ეგოიანის საგოლე პასით დავიდ გარდენმა ანგარიში გაათანაბრა.
ირაკლიმ ხუთ მატჩში 4 საგოლე პასი შეასრულა, საგოლე პასების რაოდენობით ჩემპიონატში საუკეთესოა.
საბოლოოდ, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
გასულ შაბათს, ნიდერლანდების ჩემპიონატის მეხუთე ტურში „ექსელსიორმა“ „ვილემ II“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე თამაში ჰქონდა, გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა, Voetbal International-მა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ამავე გამოცემის ვერსიით, ეგოიანი პირველ ტურშიც საუკეთესო იყო, როცა „კამბურთან'' მოგებულ (4:0) მატჩში ჯერ ანგარიში გახსნა და შემდეგ მეორე გოლზე საგოლე პასი შეასრულა.