ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბრაზილია დამარცხებულია
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბრაზილია დამარცხებულია

წყალბურთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ისტორიულ შეხვედრაში ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილიელები 14:10 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა როგორც პირველი მეოთხედი, ასევე მეორე მეოთხედი ქართველ წყალბურთელებს არ მოუგიათ. პირველი ტაიმი 5:5 დასრულდა. მესამე პერიოდის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6:3-ს იგებდა, მეოთხე მეოთხედში კი ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და განამტკიცეს - 14:10.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას მონტენეგროსთან ჩაატარებს. თამაში 23 ივნისს, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, 25 ივნისს, საქართველო უნგრეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ბორის ვაპენსკი, ანდრია ბითაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, დუშან ვასიჩი, ნიკა შუშუნაშვილი, ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი, ფაბიო ბარალდი.

მსოფლიო ჩემპიონატის წესდების მიხედვით, საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. ფლეი-ოფში თითო ჯგუფიდან სამი გუნდი გადის. ბრაზილიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს გამართავენ
მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს გამართავენ