თორნიკე შენგელია
Aa
Aa

NBA-ში არ წავა - შენგელია იტალიაში დარჩება

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას სამომავლო გეგმები იტალიური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. იტალიაში საკალათბურთო სეზონი გასულ უქმეებზე დასრულდა, რის შემდეგაც შენგელიამ სოციალურ ქსელებში თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და კლუბს მადლობა გადაუხადა.

თოკოს განცხადების შემდეგ, დაიწერა, რომ მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა, ეს კი დამშვიდობება გახლდათ, თუმცა დღეს, განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე წუთის წინ, გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ, La Repubblica-მ გვაუწყა, რომ შენგელია ადგილსამყოფელს არ შეიცვლის.

როგორც ირკვევა, ქართველ კალათბურთელსა და „ვირტუს ბოლონიას“ შორის შეთანხმება მიღწეულია. შენგელია კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს და უახლოეს დღეებში, ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდოთ. La Repubblica-ს ცნობით, NBA-ის ფაქტორისა და სხვა კლუბების ინტერესის გამო, მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა „ვირტუს ბოლონიამ“ თავისი გაიტანა და შენგელია დაიყოლია.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. „ვირტუსამდე“ თოკო მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, თუმცა რუსული კლუბი უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სისინიო: „რეალში მთვრალი ვვარჯიშობდი, სუნის მოსაშორებლად ყავას ვსვამდი
სისინიო: „რეალში მთვრალი ვვარჯიშობდი, სუნის მოსაშორებლად ყავას ვსვამდი"