თავისუფალი ჭიდაობა
Aa
Aa

6 მედალი - თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მონაგარი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 17-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლის მფლობელები ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ.) და  გოგა ოთინაშვილი (65 კგ.) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი, საბა ღამბაშიძემ (55 კგ.), ნიკოლოზ მაისურაძემ (71 კგ.), სანდრო ყურაშვილმა (80 კგ.) და ნიკა ფანცულაიამ (92 კგ.) დაისაკუთრეს.


შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გარდა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების წარსდგნენ. ახალგაზრდა ფალავნებმა ტურნირი 2 ოქრის, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდაპეშტის გრანდ სლემი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბუდაპეშტის გრანდ სლემი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია