უსმან დემბელე
Aa
Aa

"ბარსელონაში რჩები? - "კი" - დემბელემ ქომაგს დაუდასტურა, რომ რჩება

უსმან დემბელეს მომავალი ჯერაც გაურკვეველია. ფრანგი თითქოს ბოლოს „ჩელსისთან“ ახლოს იყო და პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულიც ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ სიტუაცია უცვლელია და ახალი არაფერი დაწერილა.

დღეს Football Espana-მ ფრანგის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ქომაგები დემბელეს ეკითხებიან, დარჩება თუ არა ის „ბარსელონაში“, უსმანის პასუხი დადებითია:

- ბარსელონაში" რჩები?

„კი“.

- ჩელსიში არ გადადიხარ?

„ბარსელონაში თავს კარგად ვგრძნობ“.

ამ დიალოგიდან ჩანს, რომ დემბელე ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს. ბოლო დროს ევროპული პრესა წერდა, რომ ფრანგის „ბარსელონადან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და ის დიდი ალბათობით „ჩელსის“ შეუერთდებოდა.

დემბელეს თაობაზე დასმულ კითხვას, ჟოან ლაპორტამ წინა კვირაში ასეთი პასუხი გასცა:

„რაც შეეხება დემბელეს, მას ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ მისგან პასუხი ჯერაც არ მიგვიღია“.

უსმანსა და მის აგენტს საკმაოდ დიდი ანაზღაურების მიხება სურთ, რასაც პრაქტიკულად არცერთი კლუბი არ იხდის. ამ ფაქტმა შესაძლოა დემბელეს „ბარსელონაში“ დარჩენა გადააწყვეტინოს. თუ, ყველაფერი ასე მოხდა, ამის შემდეგ ნაკლებად სავარაუდო იქნება, რომ კატალონიელებმა რაფინია ან ანხელ დი მარია გაიფორმონ. ბრაზილიელის ტრანსფერი თითქმის გამოირიცხება. 34 წლის არგენტინელის შემთხვევაში გააჩნია რა პირობებზე მორიგდება კლუბი და თავად ფეხბურთელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TREQUARTISTA - ინტერი ძლიერდება და ინძაგის სქემის შეცვლა მოუწევს
TREQUARTISTA - ინტერი ძლიერდება და ინძაგის სქემის შეცვლა მოუწევს