სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

5:9-დან მოგებული ფინალი - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია

ანტალიაში მიმდინარე ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოფარიკავემ ფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი ანგარიშით 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სანდრო ფინალურ ბრძოლაში 5:9 მარცხდებოდა, მაგრამ დაპირისპირება შემოატრიალა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრამდე ბაზაძემ მე-16 ფინალში ოლიმპიური თამაშებზე განცდილი მარცხის გამო რევანში აიღო და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგს დამაჯერებლად 15:7 მოუგო. ასევე, ფინალამდე სანდრომ გერმანელ მატიას საბოს, რუმინელ რაზვან ურსაჩისა და ფრანგ ელიოტ ბიბის აჯობა.

საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.

დღესვე, ევროპის ჩემპიონატზე ბექა ბაზაძემაც იასპარეზა, რომელმაც მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში ფინალისტ იტალიელ ლუკა კურატოლისთან 11-15 წააგო.

გამოსარჩევია, რომ პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ორი ქართველი მოფარიკავე ერთად, რვა საუკეთესოს შორის გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები