ევროპის ჩემპიონატი - გოგა ოთინაშვილი ფინალში გავიდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - გოგა ოთინაშვილი ფინალში გავიდა

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოგა ოთინაშვილი ფინალში გავიდა. 65 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, ქართველმა ფალავანმა მოლდოველი სერგეი ჩილჩიჩი 10:0 დაამარცხა და ხვალ, ფინალში აზერბაიჯანელ ილიას ისაიევს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე ოთინაშვილმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე რაშიდ აბაკაროვს, ბერძენ ილიას კარნავასა და სომეხ ნარეკ ნიკოღოსიანს აჯობა. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება რამინი გულითაშვილმა და საბა გამბაშიძემ მოიპოვეს.

55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში საბამ უკრაინელ ილია შკეტიკთან წააგო, ხოლო 110 კილოში რამინიმ თავისი ნახევარფინალური შეხვედრა თურქ ტაჰა იაკუპ ტემელთან დათმო. გამბაშიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რეპეშაჟში იანის ვალერიან რებჰოლსა და ბერნარდო შილაგის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

გულითაშვილი ასევე ბრინჯაოსთვის მებრძოლი წყვილის გამარჯვებულს შეხვდება, რომელშიც ერთმანეთს იტალიელი მარტინო პოლიერო და გერმანელი მიხაელ ვილი კადირ გოლინგი ხვდებიან.

ფინალური ბლოკი ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი
ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი