ნოდარ იაშვილი
Aa
Aa

ნოდარ იაშვილი თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''ლოკომოტივის'' შემადგენლობაში ნოდარ იაშვილი ჩაირიცხა. 29 წლის მარჯვენა მცველმა თბილისურ კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

იაშვილს საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მას შემდეგ კლუბებში უთამაშია: ''ვიტ ჯორჯია'' (2013), ''საბურთალო'' (2015-18, 2022), თბილისის ''დინამო'' (2019-21).

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი ნოდარ იაშვილმა ''საბურთალოში'' დაიწყო, ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და კარიერას ''ლოკოში'' გააგრძელებს, რომელმაც ჩემპიონატის 17 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოაგროვა, გამოკვეთილი აუტსაიდერია, უშუალო კონკურენტებს 14-14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფენომენია და აღმოჩენა გახდება
„ფენომენია და აღმოჩენა გახდება" - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება