მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მორიგი მარცხი აკროპოლისის თასზე
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
მარცხი საბერძნეთის ნაკრებთან
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
ქართველი ფეხბურთელი ბეტისში
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
პოლიციამ რონალდუ გააფრთხილა
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
Daily Mail-ის სტატია ხვიჩაზე
გოგას წასვლა რეალურია?
გოგას წასვლა რეალურია?
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კალათბურთელები საბერძნეთში ჩაფრინდნენ
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
კვარა რონალდუსა და მარადონას გზაზე
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
ქარი ქაფი | ფლეი-ოფში შავი ლომის მეტოქე ცნობილია
Aa Aa
16 ივნისი 2022  |  16:36

ქარი ქაფი | ფლეი-ოფში შავი ლომის მეტოქე ცნობილია

ხვალ ვილკომში, საქართველოს დროით 17 საათზე „შავი ლომი“ ქარის თასის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ „გრიფონსს“ ეთამაშება.

მოცემულობა შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო, „შავი ლომი“ აპრილის მიწურულს სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა და მეტოქეს მოგება ჩაეთვალა.

ნებისმიერ შემთხვევაში „გრიფონსი“ ტურნირის უძლიერესი გუნდია. მან 8-იდან 7 თამაში ბონუსით მოიგო და 4 ლელო მხოლოდ „ელეფანტს“ ვერ დაუდო, თუმცა გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მაინც მოახერხა – 23:13. საბოლოო ცხრილში ჩვენმა მომდევნო მეტოქემ 44 ქულა მოაგროვა, გაიტანა 51 ლელო და 435 ქულა, თავად კი 20 ლელო და 174 ქულა გაუშვა.

„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბისთვის „გრიფონსთან“ თამაში ყველაზე მეტად საინტერესოა და მას ნაადრევ ფინალად განიხილავენ, მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბორჯღალოსანთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება, ძალებს აღიდგენს და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგება.

გასულ კვირაში „გრიფონსი“ ისვენებდა, „შავმა ლომმა“ კი „ლეოპარდს“ 24:14 აჯობა, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც მიითვალა და საფლეიოფო ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრა.

იმ თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებაა. ფრთაზე ბრუნდება ალექსანდრე თოდუა, ცენტრში კი დემე თაფლაძე, რომელმაც „ლეოპარდსთან“ ფრთაზე ითამაშა. ხაზის მოთამაშეებიდან ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს თენგიზ პერანიძემ, ლუკა მატკავამ, მერაბ შარიქაძემ, აკა ტაბუცაძემ და მირიან მოდებაძემ.

სამი ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭის პოზიციაზე მოედანზე პირველივე წუთებიდან გავა შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძემ მარქაფაში გადაინაცვლა. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილის ნაცვლად თამაშს იწყებს მიხეილ ბაბუნაშვილი. ძირითადში ბრუნდება მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი.

შერკინებაში ადგილი შეინარჩუნეს ნიკა აბულაძემ, ნიკა ხატიაშვილმა, ლაშა ჯაიანმა, ლუკა ივანიშვილმა და თორნიკე აქუბარდიამ.

მარქაფაში ორი ახალი სახეა – ბურჯი გოგა ქადარია და ხაზში ოთარ ლაშხი. გუნდს შეცვლებიდან გააძლიერებენ თენგიზ ზამთარაძე, ნიკა პატარაია, სანდრო ქოიავა, კოკი თხილაიშვილი, გიორგი ბეგაძე და გიორგი ბაბუნაშვილი.

შავი ლომის შემადგენლობა:

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. სანდრო ქოიავა, 20. კოკი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ოთარ ლაშხი.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო v იტალია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო v იტალია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო