მიუნხენის ბაიერნი, რაიან გრავენბერხი
Aa
Aa

ოფიციალურად: გრავენბერხი ბაიერნის ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ რაიან გრავენბერხის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, 20 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნიდერლანდელი ფეხბურთელის კომენტარიც ვრცელდება:

„როდესაც ბაიერნი დამიკავშირდა, ბევრი არ მიფიქრია. „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ფეხბურთელს სურს ამ კლუბში თამაში. აქ ტიტულების მოსაგებად მოვდივარ, „ბაიერნი“ კი ტიტულების მოგებას მიჩვეულია. ამ კლუბთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაც. ძალიან მომწონს, რომ ეს გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული“.

რაიან გრავენბერხი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში, 2018/19 წლების სეზონში ჰქონდა. ამსტერდამული კლუბის შემადგენლობაში მან 103 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა „აიაქსთან“ ერთად სამჯერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონატის მოგება და ორჯერ ნიდერლანდების თასის გამარჯვებულიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები