დარვინ ნუნიესი
Aa
Aa

ბენფიკამ ოფიციალურად დაადასტურა - ლივერპულმა ნუნიესი იყიდა

„ბენფიკამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დარვინ ნუნიესის „ლივერპულში“ ტრანსფერი დაადასტურა. მერსისაიდელები ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც შესაძლოა, 25 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატოს და თანხა 100 მილიონამდე ავიდეს.

ნუნიესი ლივერპულში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თუ მას რაიმე სერიოზული პრობლემა არ აღმოაჩნდა, მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდება და იგი „ენფილდის“ ბინადრებს საკუთარ მომავალს 2028 წლამდე დაუკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ნუნიესი „ლივერპულის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. აქამდე პირველ ადგილზე ვირჯილ ვან დეიკი გახლდათ. მერსისაიდელებმა ნიდერლანდელი „საუთჰემპტონიდან“ გადაიყვანეს და მისი ტრანსფერი 75 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ნუნიესმა „ბენფიკას“ მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მაგარი შეკრება გვქონდა!“ - ფეხბურთელები ბულგარეთთან მატჩის შემდეგ
„ძალიან მაგარი შეკრება გვქონდა!“ - ფეხბურთელები ბულგარეთთან მატჩის შემდეგ