ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო - ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
რამდენიმე წუთში საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლმა ჩვენი გუნდის შემადგენლობა დაასახელა და სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
გიორგი მამარდაშვილი, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, სოლომონ კვერკველია, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილი.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.