საქართველო ისრაელთან დამარცხდა
საქართველო ისრაელთან დამარცხდა
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
მძიმე დეტალები სასამართლო პროცესიდან
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
The Athletic-მა ხვიჩაზე დაწერა
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
პრემიერ ლიგა დაბრუნდა!
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
ბაიერნის სპექტაკლი გახსნით შეხვედრაში
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
სპალეტიმ ხვიჩა შეაქო
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
ხვიჩას დიდებული მატჩი ჟირონასთან
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
სანჩესი პსჟ-ში ითამაშებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
პოგბა ოპერაციას არ გაიკეთებს
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
ტენ ჰაგმა რონალდუ გააკრიტიკა
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
დე კეტელარე მილანის ფეხბურთელია
ქვილითაია ბრუნდება
ქვილითაია ბრუნდება
პოგბა მუნდიალის მიღმა?
პოგბა მუნდიალის მიღმა?
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
კვერკველიას ინტერვიუ
კვერკველიას ინტერვიუ
FIBA საქართველოზე
FIBA საქართველოზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
სპალეტი და პოლიტანო ხვიჩაზე
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
ბაიერნმა სუპერ თასი მოიგო
''იცით, რატომაა გმირი ?! შეუძლებელი შეძლო'' - უცნობი ამბავი ლაშა ტალახაძეზე
Aa Aa
6 ივნისი 2022  |  11:37

''იცით, რატომაა გმირი ?! შეუძლებელი შეძლო'' - უცნობი ამბავი ლაშა ტალახაძეზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა ლაშა ტალახაძის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე პლანეტის უძლიერეს ძალოსანს ტრავმა აწუხებდა, თუმცა ჭინჭარაულის თქმით, სპორტსმენმა შეუძლებელი შეძლო და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

''20 აპრილს, ბაკურიანში, ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა, დაიზიანა ბარძაყის კუნთი, უზარმაზარი ჰემატომა იყო, სამი კვირის განმავლობაში ვერ მოძრაობდა, ვერ აკეთებდა ვარჯიშებს... შევეცადეთ, ინფორმაცია არ გაგვევრცელებინა და გულშემატკივარი წინასწარ არ გვენერვიულებინა.

თითქმის ნულიდან დავიწყეთ, ამ შედეგზე 25 დღეში მივიდა, რომ არა ეს ტრავმა, მჯერა 500 იქნებოდა ამ შეჯიბრზე! მხოლოდ 4-5 ნორმალური ვარჯიშის გავლა მოასწრო, გუშინ საკუთარ თავს ამიტომ არ ჰგავდა. იცით რატომაა გმირი ?! შეეძლო ტრავმის მიღებისთანავე, პირველივე წუთიდან ეთქვა უარი გამოსვლაზე, უბრალოდ დაესვენა, ოჯახთან ერთად დრო გაეტარებინა, მან კი შეკრებაც არ დატოვა.

მკურნალობა დავიწყეთ, ნემსები, ნელ-ნელა რეზინებით ვარჯიშებზე გადავედით, ფიზიოთერაპია, მასაჟი.... ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო... ქირურგ-ტრავმატოლოგის შეფასებით, ასეთი ტრავმის მორჩენას ჭირდება 4-6 კვირა, ტრავმიდან ექვსი კვირა ორიოდე დღის წინ გავიდა, წესით ვარჯიში უნდა დაგვეწყო, ჩვენ კი გუშინ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ!''.

შეგახსენებთ, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში 245 კგ-ს გაუმკლავდა, 253  კი ვერ დასძლია და მე-3 ცდა აღარ გამოიყენა.

ალბანეთში გამართულ ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ ლაშა ტალახაძემ CrystalSport-თან ისაუბრა.

რა თქვა ლაშა ტალახაძემ?

„დავიწყებ იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2-3 კვირა მქონდა. პირველად, ჩემს სპორტულ კარიერაში სერიოზული ტრავმა მქონდა. ევროპის ჩემპიონატამდე 1 თვით ადრე დამიდგინდა ფეხის კუნთის ნაწილობრივი გაგლეჯა. რეაბილიტაციას ახლა უნდა ვიწყებდე, მე კი შეჯიბრზე გამოვედი. ეს ყველაფერი ჩვენი ექიმების წყალობით მოხდა, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო.

ტრავმა 1 თვის წინ მივიღე და იქამდე შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. არაუშავს, წინ მსოფლიო ჩემპიონატია და მაქსიმალურად ვეცდები საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას. ჩემი სომეხი მეტოქეები კარგად გამოვიდნენ. ჩემი ტრავმის შესახებ იცოდნენ და ეგონათ, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ. ყოველ შემთხვევაში ასე გეგმავდნენ..“

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოდ ჩხუბობ და გამირბიხარ
„სამარცხვინოდ ჩხუბობ და გამირბიხარ" - თოფურიამ ევლოევს მიმართა