ჩემპიონთა ლიგა, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

"მაჩეტეებით და დანებით დარბოდნენ, ასე არასდროს შემშინებია" - პიმბლეტი ლიგის ფინალზე

UFC-ის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ნანახზე ისაუბრა. პარიზის ქუჩებში და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უკონტროლო სიტუაცია იყო.

„სტადიონიდან რომ გამოვედით, 30 კაციანი ჯგუფი დარბოდა, ზოგი მაჩეტეებით, დანებით, ჯოხებით და ა.შ.

უბრალოდ ამ ადგილიდან შორს წასვლა უნდა გეცადა, მაგრამ ხალხი მიწაზე დააგდეს და საათები წაართვეს.

მატჩის დაწყებამდეც დავინახე, როგორ წაართვეს ბილეთები ზოგიერთებს. სტადიონზე მოხვედრა ადვილი აშკარად არ იყო იმის გამო, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გადასასვლელები, რომლებითაც შეიძლებოდა სტადიონზე შესვლა, ვიწრო იყო, ეს უბრალოდ აბსურდია. ათასობით ადამიანი იდგა მცირე მონაკვეთზე, როცა პოლიციას ვკითხეთ რა ხდებოდა, პასუხად მხოლოდ სიცილი გავიგეთ.

არასოდეს შემშინებია და არც გარშემომყოფების გამო მეშინოდა როდესმე ისე, როგორც შაბათს საღამოს, როცა სტადიონი დავტოვე. მე შემიძლია შევადარო ის მხოლოდ ფილმს The Purge, სადაც ადამიანებს 12 საათი ეძლეოდათ გაეკეთებინათ ის, რაც სურდათ. არანაირი კანონი არ მოქმედებს 12 საათის განმავლობაში, გააკეთე რაც გინდა.

აღარასდროს დავბრუნდები ამ სტადიონზე. მე არასოდეს წავიდოდი პარიზში ქალბატონთან ერთად. ამბობენ, რომ რომანტიული ადგილია, მაგრამ ამის შემდეგ მას იქ არ წავიყვან“,

- თქვა პიმბლეტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიაში ემერსონს თავს დაესხნენ, რა დროსაც სროლა დაიწყო
ბრაზილიაში ემერსონს თავს დაესხნენ, რა დროსაც სროლა დაიწყო