ერთა ლიგა, ეროვნული ნაკრები, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: ,,ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ გულშემატკივარი გამარჯვებას ელოდა"

ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო, დინამო არენაზე გიბრალტარს უმასპინძლა და ანგარიშით - 4-0 დაამარცხა.

ვილი სანიოლის ნაკრებისთვის ივნისი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან აღნიშნული შეხვედრის გარდა, 12 ივნისის ჩათვლით, კიდევ 3 მატჩი (მათ შორის, 2 შეხვედრა სტუმრად ,  1 - სახლში) აქვს ჩანიშნული.

გიბრალტარის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა:

ვიცოდით, რომ გიბრალატარი ჯგუფში ყველაზე ,,პატარა" გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმის კეთება გვინდოდა. პირველი და მატჩის ბოლო 20 წუთი კარგი იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ შეხვედრის შუა ნაწილი ხარისხის მხრივ ნაქებ წუთებს ჩამორჩებოდა. ზოგი ფეხბურთელი სრულად არ იყო კონცენტრირებული და შესაძლოა, ადგილი მეტოქის დაუფასებლობასაც ჰქონდა. მინდა, რომ ამ კუთხით მეტი კონცენტრაცია გვქონდეს და ასეთ გუნდებთან ბოლომდე დახარჯვა ვისწავლოთ. ასე გუნდი იზრდება და შედეგიც უკეთესი ხდება. 4-0 კარგი ანგარიშია, თუმცა მომავალში ბევრად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ამ ეტაპზე, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მომდევნო 24 საათი ფიზიკური ძალების აღდგენას დაეთმობა.

მიქაუტაძე სრულიად განსხვავდებოდა ძველი მიქაუტაძისგან, ამ ეტაპზე მისით კმაყოფილი ვარ. ვხედავ, რომ მან მოუმატა, დაინახა ნაკლოვანებები და იმუშავა.  ჩაკვეტაძე ნიჭიერი ფეხბურთელია, 75 წუთი ითამაშა და შანსი დაიმსახურა, ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ საკუთარი თავის ერწმუნა.

პირველი გამარჯვება თავდაჯერებისთვის კარგი იქნება თუ ცუდი, ეს ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება. რაც მთავარია, ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ საშინაო არენაზე ხალხი მათ გამარჯვებას ელოდა.

6 თვეა, უკვე რაც 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ბურთი გვაქვს, არამედ, ისიც, როცა უბურთოდ ვართ. 3 მცველით ერთგვარი სტაბილურობა იქნება. თუ სექტემბრამდე ბევრ გოლს ვუშვებდით, ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა. სტაბილურობა მნიშვნელოვანია და არ გვსურს რაიმე ახლის გამოგონება.

დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 48 საათი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, ბულგარეთთან დაგეგმილ ბევრ დეტალს შევცვლი. 10 დღეში 4 შეხვედრის გამართვა და დაგეგმვა მარტივი ნამდვილად არაა.

მინდა, გულშემატკივარს ამ შესანიშნავი გარემოსთვის მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, რომ დინამო არენა 12 ივნისსაც გაივსება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ჯგუფში პარალელურად ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა ანგარიშით - 1-1 დაასრულა, რის შემდეგაც ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფს ლიდერობს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, ბულგარეთში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური პრესა ხვიჩაზე: მეტოქის მეკარისა და ნაპოლის ქომაგების გაოცება მოახერხა
იტალიური პრესა ხვიჩაზე: მეტოქის მეკარისა და ნაპოლის ქომაგების გაოცება მოახერხა