მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, უკრაინის ნაკრები, შოტლანდიის ნაკრები
Aa
Aa

„უკრაინამ უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა“ - რობერტსონი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში შოტლანდიამ საკუთარ მოედანზე უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა, რითაც 2022 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა და „ლივერპულის“ ფეხბურთელმა, ენდრიუ რობერტსონმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა რობერტსონმა:

ბუნებრივია, ყველა ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ამ მატჩს დიდი ხანი ველოდით, აქტიურად ვემზადებოდით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. უკრაინელები ჩვენზე სწრაფად ჩაერთნენ შეხვედრაში, უკეთესად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ვიცოდით, რომ დაიღლებოდნენ და თამაშში დაბრუნებას ვცდილობდით, წარმოუდგენლად რთული ბრძოლა იყო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა. საკუთარ თავებს დავნებდით“.

საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში უკრაინა უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. შეხვედრა 5 ივლისს უელსში გაიმართება.

შოტლანდია 1:3 უკრაინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი :
ვოლოდიმირ ზელენსკი : "გავედით, ვიბრძოლეთ, გავძელით და მოვიგეთ"