უკრაინა, შოტლანდია
Aa
Aa

ერთი ნაბიჯი მუნდიალამდე - უკრაინამ შოტლანდია დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში უკრაინა სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდა, უმძიმეს ბრძოლაში 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც უელსს დაუპირისპირდება.

პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და ბევრი მომენტიც ჰქონდათ, თუმცა სტატისტის როლში არც შოტლანდიელები იყვნენ. ანგარიში 33-ე წუთზე იარმოლენკომ გახსნა. პირველი ნახევარი კი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ბურთს ძირითადად უკრაინა აკონტროლებდა, მაგრამ მომენტებს მასპინძლები ფლობდნენ. მიუხედავად ამისა, გოლის გატანა კვლავ პეტრაკოვის შეგირდებმა მოახერხეს. თავი ამჯერად იერემჩუკმა გამოიჩნა.

შეხვედრის მიწურულს, მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს და 79-ე წუთზე კალუმ მაკგრეგორმა სხვაობა შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში შოტლანდიამ გოლი ვეღარ გაიტანა.. მეტიც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დოვბუკმა გაისროლა და საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა. მომდევნო ეტაპზე უკრაინა გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოტლანდიელი გრემ სუნესი: „მინდა, მუნდიალზე უკრაინა გავიდეს და მსოფლიო ჩემპიონი გახდეს“
შოტლანდიელი გრემ სუნესი: „მინდა, მუნდიალზე უკრაინა გავიდეს და მსოფლიო ჩემპიონი გახდეს“