საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„მთავარი აქცენტი ჩვენს სათამაშო სტილზე და ნაკლის აღმოფხვრაზე გაკეთდება“ - რამაზ სვანაძე

3 ივნისს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

თამაშამდე ორი დღით ადრე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჩვენი გუნდის მოსამზადებელი ეტაპისა და რუმინეთის ასაკობრივი ნაკრების შესახებ ისაუბრა.

რამაზ სვანაძე:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი).

თავდასხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).

ცნობისთვის, საქართველოსა და რუმინეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის ბოლო მატჩი, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი გოლი თავდაჯერებისთვის კარგი იქნება'' - ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება
„ბევრი გოლი თავდაჯერებისთვის კარგი იქნება'' - ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება