იტალია, არგენტინა, რობერტო მანჩინი
Aa
Aa

"იტალიამ თავისი სიტყვა უნდა თქვას" - მანჩინი არგენტინასთან მატჩის წინ

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ არგენტინასთან გასამართი ფინალის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ეპოქის დასასრული იქნება..

მანჩინი:

„ეს მატჩი ერთ დიდ ციკლს დაასრულებს. ეს არ ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრებს 15-20 ფეხბურთელი დატოვებს. არა, უბრალოდ უფრო მეტი აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდება და უფრო მეტი შანსი სწორედ მათ მიეცემათ.

ჩვენი მუშაობის პრინციპი შეიცვალა. ვცდილობთ აქცენტი მომავალზე გავაკეთოთ. თაობათა ცვლა აქტიურად უნდა დაიწყოს. ის ახალგაზრდები, რომლებზეც მე ვფიქრობ, საკუთარ კლუბებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან და ეს დიდი პლუსია.

ბევრი სირთულის მიუხედავად ევრო 2020-ის მოგება შევძელით. სამწუხაროდ მუნდიალზე ვერ გავედით და ეს დიდი დარტყმა იყო. არგენტინის დამარცხება გვინდა. ეს ისტორიული მატჩია, სადაც იტალიამ თავისი სიტყვა უნდა თქვას.“

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და არგენტინის ნაკრებების ფინალს „ფინალისიმა“ ეწოდა. უეფა-ს და კონმებოლი-ს გადაწყვეტილებით, კოპა ამერიკის და ევროპის ჩემპიონები სამომავლოდ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

საინტერესო ის გახლავთ, რომ აღნიშნულ მატჩს დიეგო მარადონას სახელიც დაერქვა, რადგან ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, თავისი კარიერიდან გამომდინარე იტალიაში და არგენტინაში დღემდე უყვართ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინესი:
მარტინესი: "ბრაზილიასთან ფინალის წინ Call of Duty ვითამაშე"